აშშ-მა "ჰამასის“ მხარდაჭერისთვის დაასანქცირა 8 პირი, ასევე "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მაღალჩინოსნები

გამოქვეყნდა:

აშშ-მა ჰამასის“ მხარდაჭერისთვის 8 პირი და დაჯგუფების წვრთნასა და დაფინანსებაში ჩართული "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მაღალჩინოსნები დაასანქცირა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა კომპანიასაც, რომელსაც კავშირი აქვს რეგიონში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებთან, მათ შორის "ჰამასთან" და "პალესტინის ისლამურ ჯიჰადთან".

"დღეს სანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირები საკვანძო როლს ასრულებდნენ "ჰამასთან" დაკავშირებული კომპანიების მიერ სანქციებისგან გვერდის ავლის ხელშეწყობაში" - წერია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი მილიონობით დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს "ჰამასის" აქტივობებისა და ლიდერების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზიდან ისრაელზე მოულოდნელად განხორციელებული სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაუშვა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი