პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ცნობით, ღაზის საოპერაციო შტაბთან და იქ მოქმედ გუნდთან კონტაქტი სრულად დაკარგეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"ღრმად შეშფოთებული ვართ - ჩვენს გუნდებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, გააგრძელონ სასწრაფო სამედიცინო სერვისები, მით უმეტეს, რომ ეს შეფერხება გავლენას ახდენს სასწრაფო დახმარების ცენტრალურ ნომერზე, აფერხებს სასწრაფო დახმარების მანქანების მიმოსვლას დაშავებულებთან", - წერს ორგანიზაცია.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეფერხებულია. ისრაელის თავდაცვამ კი განაცხადა, რომ ამ ღამეს სახმელეთო ოპერაციების გაფართოებას აპირებდა.