ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაკარგა კონტაქტი ღაზის სექტორში მყოფ თანამშრომლებთან, განაცხადა შაბათს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა.
"ღაზაში ინტენსიური დაბომბვის შესახებ ცნობები უკიდურესად შემაშფოთებელია. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს კონტაქტი ჩვენს პერსონალთან და სამედიცინო დაწესებულებებთან. მე ვდარდობ მათ უსაფრთხოებაზე", - დაწერა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ დაბომბვის გამო პაციენტების ევაკუაცია შეუძლებელია და ასევე შეუძლებელია "უსაფრთხო თავშესაფრის პოვნა". მისივე თქმით, ბლოკადა ასევე შეუძლებელს ხდის სასწრაფო დახმარების მანქანების დაშავებულებთან მისვლას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია "მიმართავს ყველას, ვისაც ძალუძს ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას, იმოქმედონ ახლავე" დაწერა ტედროს გებრეიესუსმა.
ღაზას სექტორი ინტერნეტის თითქმის სრულ გათიშვას უახლოვდება.