ღაზის სექტორში მინიმუმ 240 მძევალი იმყოფება | IDF

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში "ჰამასის" მიერ გატაცებული, სულ მცირე, 240 მძევალი იმყოფება. თუმცა, მისი განმარტებით, ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება.

ათობით ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ცნობისთვის, "ჰამასმა" ჯერჯერობით მხოლოდ 5 მძევალი გაათავისუფლა: ამერიკელი დედა-შვილი, ორი ხანდაზმული ქალი და ერთი სამხედრო მოსამსახურე. 

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი