[VIDEO] აბაშიძე-კარასინის სატელეფონო ჩანაწერი გამოქვეყნდა | "იქნებ ქართულ მხარესთან შესაძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის განახლების განხილვა"

გამოქვეყნდა:

"იქნებ ქართულ მხარესთან შესაძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის განახლების განხილვა", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს მიმართავს. 

სატელეფონო საუბრის ჩანაწერს სოციალურ ქსელში "კიბერ კმარა" ავრცელებს. ჩანაწერით ირკვევა, რომ მხარეები რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხზე საუბრობენ.

სატელეფონო ჩანაწერი 2022 წლის 15 მარტით თარიღდება. 

ზ.ა. - ალიო;

გ.კ. - ზურაბ, გამარჯობა;

ზ.ა. - გამარჯობა, როგორ ხარ?

გ.კ. - არამიშავს; ვმუშაობ. ახლა ოფისში ვარ. მისმინე, შენი რჩევა მჭირდება. როგორც იცი, სიტუაცია რთულია და თან მრავალფეროვანი. ჩვენი ტრანსპორტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იქნებ ქართულ მხარესთან შესაძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის განახლების განხილვა და კიდევ ისმის მოსაზრებები, რომ სახმელეთო საგზაო კავშირებიც უნდა აღდგეს და ასე შემდეგ... ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ამ საკითხების წამოწევა და განხილვა ჯერ ნაადრევია. ვცდები?

ზ.ა. - არა, მართლი ხარ. აბსოლუტურად მართალი.

გ.კ. - საჭიროა, რომ ცოტა მოვიცადოთ, სანამ სიტუაცია დამშვიდდება.

ზ.ა. -  დიახ, დიახ.

გ.კ. -  წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კარგ წამოწყებებს დასაწყისშივე დავმარხავთ.

ზ.ა. -  ჰო, ჩვენ ახლა აქ სამართებლის პირზე დავდივართ.

გ.კ. -  ჰო, ესე იგი ჩვენ ამ საკითხში ვთანხმდებით.

ზ.ა. -  დიახ, დიახ, სჯობს ცოტა მოვიცადოთ.

გ.კ. -  კარგი, ზურაბ ირაკლიევიჩ, თავს გაუფრთხილდი და შენებს მოკითხვა გადაეცი.

ზ.ა. -  ასევე, ასევე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი