ისრაელში ომის დაწყების შემდეგ პირველად, უცხოელები ღაზას სექტორის დატოვებას რაფაჰის გადასასვლელიდან შეძლებენ. ღაზას დღეს 400-მდე უცხოელი და ორმაგი მოქალაქე დატოვებს.
საზღვრის ეგვიპტის მხარეს მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, რათა ჰოსპიტალში გადაიყვანონ 90 დაჭრილი, რომლებიც ასევე შეძლებენ ღაზას სექტორის დატოვებას. მედიის ინფორმაციით, ეგვიპტის საზღვართან საველე ჰოსპიტალიც მოეწყობა.
გადასასვლელის გახსნის შესახებ შეთანხმებას კატარის შუამავლობით მიაღწიეს.
ისრაელი აცხადებს, რომ მისი შეტევა ღაზაზე მიმართულია ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ და მისი სამიზნეა ყველა ის ზონა, სადაც ჰამასი მოქმედებს, ამავდროულად ცდილობს შეამციროს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.