"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაიღუპა ნაოსნობაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაური

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ნაოსნობაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა. ისინი ვანუატუს დროში ქვეშ მცურავი ხომალდ "ალტა2"-ში იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთი მათგანი ბათუმში, ხოლო მეორე თბილისში ცხოვრობდა. 18 და 27 წლის მეზღვაურები საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.

ჩვენი ინფორმაციით, ხომალდზე უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული და ორი მეზღვაურის დაღუპვა სწორედ ამან გამოიწვია. დამატებითი დეტალები უცნობია.

"მთავარი არხი" საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოსთან დაკავშირებას დილიდან ცდილობს, თუმცა, ჩვენს კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობენ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი