საბერძნეთში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გამოქვეყნდა:

საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.  ბერძნული მედიის ცნობით, დაკავებულია 32 და 33 წლის ორი კაცი. მათ საცხოვრებელ სახლებში სხვადასხვა ტიპის საკეტების გასახსნელად საჭირო დიდი რაოდენობით იარაღები და მოწყობილობები აღმოაჩინეს. 

გამოძიების ცნობით, ქართველებმა ქურდობა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ჩაიდინეს, გახსნილია 15 საქმე. გამოძიება ვარაუდობს, რომ საქმე ეხება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც 8 ადამიანისგან შედგება. 

მედიის ცნობით, დაკავებულებმა ჯამში 53 000 ევროზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარეს და ნაწილი ლომბარდში ჩააბარეს. ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: ოქრო და ძვირადღირებული სამკაულები, იარაღები, ნარკოტიკული ნივთიერება, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, ბრენდული სათვალეები, კატანის ტიპის ხმალი და 3 დასაკეცი დანა,  ასევე, მობილური ტელეფონები და სიმ ბარათები.

გამოძიების ცნობით, დაკავებულები საბერძნეთში ნასამართლევი არ ყოფილან, თუმცა მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა ესპანეთსა და გერმანიაში მიმდინარეობდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი