მარნეულში "ოცნების" აქტივისტმა "ენმ"-ის აქტივისტს ესროლა | ჰუმბათ ჯალილოვი დაჭრილია

გამოქვეყნდა:

მარნეულში, სოფელ დაშთაფაში ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. "ქართული ოცნების" აქტივისტმა, ასიმ გულიევმა, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს, ჰუმბათ ჯალილოვს ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნა. 

ჯალილოვი ფეხში დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მარნეულის პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია:

"ჩემი დეიდაშვილი ჰუმბათ ჯალილოვი  გზის პირას ხილს ყიდდა რა დროსაც  ასიმ გულიევი მიუახლოვდა და თოფიდან ესროლა.  მეორე ტყვიას  რომ დებდა ადგილზე მყოფებმა შეუშალეს ხელი. ჩემი დეიდაშვილი ფეხში დაიჭრა. ის მაშინვე  კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ უკვე სახლში გაწერეს. ახლა კი პოლიციას დაკითხვაზე ყავს.  დამნაშავეც უკვე დააკავეს. როგორც ვიცი თავდამსხმელს -  ასიმ გულიევსა და ჩემს დეიდაშვილი 2020 წლის არჩევნების პერიოდში კონფლიქტი ჰქონდათ. გულიევი ქართულ ოცნებას ეხმარებოდა ჰუბათ ჯალილოვი კი ოპოზიციას და როგორც გავიგე დღევანდელი დაპირისპირებაც იმ კონფლიქტის გაგრძელება იყო" ამბობს დაზარალებულის ნათესავი ილგარ ალიევი.

თავდასხმის პოლიტიკურ მოტივზე და 2020 წლის კონფლიქტის გაგრძელებაზე საუბრობს ენმ-ის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აზად ქარიმოვი:

"დღეს ქართული ოცნების აქტივისტი ჩვენს აქტივისტს თავს დაესხა და ცეცხლი გაუხსნა. ის  ფეხშია დაჭრილი.  ქართული ოცნება ამით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების დაშინებას ცდილობს თუმცა ასეთი დანაშაულებით  ვერაფერს მიაღწევენ.   დღეს მომხდარი ინციდენტი 2020 წლის არჩევნებისას მომხდარი დაპირისპირების გაგრძელებაა. მაშინ  ჯალილოვმა ქართული ოცნების აქტივისტი გაყალბების ფაქტზე გამოიჭირა, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოყვა, რომელიც როგორც ჩანს დღემდე გაგრძელდა ბოლოს ასე დასრულდა.  ვითხოვთ დამნაშავე მთელი სიმკაცრით  დაისაჯოს" ამბობს ქაზიმოვი.

რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი