ხელფასის ზრდა არაა, კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანაა | პაპუაშვილი მისივე ინიციატივაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საკუთარ ინიციატივაზე, რომელიც დეპუტატების ხელფასების ზრდას შეეხება, აცხადებს, რომ ეს არის თანხის შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც 2017 წელს დადგინდა. 

მისივე თქმით, დღეს პარლამენტის აპარატის დაახლოებით 50 თანამშრომელს, უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე დეპუტატებს.

"ეს არ არის ხელფასის ზრდა, ეს არის შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც 2017 წელს დადგინდა და მაშინ პარლამენტმა არ მოახდინა პარლამენტის წევრების ანაზღაურების, ამ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა. სხვა საჯარო [დაწესებულებებში], მათ შორის, პარლამენტის აპარატში ეს მოხდა. ამიტომაც არის, რომ დღეს პარლამენტის აპარატის, თუ არ ვცდები 50 თანამშრომელს, უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრ დეპუტატს. ამიტომ, ეს დისპროპორცია არსებობდა, ნუ, გარკვეული, მათ შორის ასეთი რეაქციებისგან თავის არიდების გამო. ეტყობა წინა პარლამენტები თავს იკავებდნენ შესაბამისობაში მოყვანისგან.

მე ვფიქრობ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამიტომაც, მე ვარ პირადად ინიციატორი ამის, მნიშვნელოვანი არის, რომ როდესაც ხალხის რჩეულებზე გვაქვს საუბარი, რომლებიც იღებენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, აქ ანაზღაურება იყოს შესაბამისი კანონმდებლობისა. ამიტომ, მათ შორის, იყო საუბარი თითქოს მიმდინარე პარლამენტს ეხება, მომავალ პარლამენტს შეეხება ეს და ხალხიც ასე აირჩევს მომავალი პარლამენტის წევრებს იმის ცოდნით, რომ თუ რა პოზიცია ექნებათ, რა ხელფასი ექნებათ და ა.შ. ეს არის შესაბამისობაში მოყვანა", -  თქვა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 2025 წლიდან, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 10 000, დეპუტატების კი 8 250 ლარი იქნება - ამას შალვა პაპუაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტში 2025 წლიდან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, ასევე, საპარლამენტო თანამდებობის პირების ხელფასების ზრდაცაა გათვალისწინებული. 

ასევე ნახეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი