"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა "მთავარ აქცენტებში" სამი ავტომობილის სანომრე ნიშანი გაასაჯაროვა. მისივე ინფორმაციით, ეს ავტომობილები, თამარ ბაჩალიაშვილს, სავარაუდოდ, დაყვებოდნენ და უთვალთვალებდნენ. მისივე ინფორმაციით, მანქანები ოპერატიულია და სუს-სს ეკუთვნის.
" სამივე ეს მანქანა არის სუსის ოპერატიული მანქანა." - ამბობს ნიკა გვარამია
ნიკა გვარიამიას თქმით, ამ სერიის მანქანებს უსაფრთხოების სამსახური იყენებს აქციების დარბევის დროსაც.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს არის მორიგი მტკიცებულება, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს.
რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილის ამბობს, რომ მასაც აქვს ინფორმაცია ქვემო ფონიჭალაში საეჭვო მანქანების გადაადგილების შესახებ. მისივე თქმით, მანქანები ორ ადგილზე ფიქსირდება, ერთი - ქვემო ფონიჭალაში და მეორე - ზემო ფონიჭალის გზის ასასვლელზე. თამაზაშვილი ამბობს იმასაც, რომ მას ერთ-ერთი ვიდეოკამერების ჩანაწერი აქვს ნანახი, სადაც ჩანს როგორ მიყვება ბაჩალიაშვილის მანქანას სამი ჯიპი უკან, ზემო ფონიჭალასთან კი ამ მანქანების კვალი იკარგება.
თუმცა დედა თვლის, რომ მისი შვილი დაგეგმილად, მარნეულის გზისკენ გაუშვეს იმისთვის, რომ კამერებს მარტო დაეფიქსირებინა და მომავალში თვითმკვლელობის ვერსია გაემყარებინათ. მანქანები კი რომელიც ბაჩალიაშვილს მყვებოდნენ, თამაზაშვილს ვარაუდით, თეთრიწყაროში კოდის მხრიდან გადავიდნენ.
"მთავარ აქცენტებში" დღეს ბაჩალიაშვილის საქმის ახალ გარემოებებზე და აქამდე უცნობ ფაქტებზე საუბრისას, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილი დიდი რაოდენობით თანხების მოსახსნელად გამოიყენეს და შემდეგ მოიშორეს.