შატილის ავტოკატასტროფაში დაშავებული მესამე მგზავრი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ცოტა ხნის წინ მიიყვანეს. მისი მდგომარეობა სხვების მსგავსად მძიმეა.
ორი დაშავებულიც ამავე კლინიკაში მოათავსეს. როგორც ჯანდაცვისა და შს სამინისტროები ოფიციალურ განცხადებაში ამბობენ, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა