"ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა საქართველოს EU-ში გასაწევრიანებლად, საჭიროა NATO-ს წევრობისთვისაც..." - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი საუბრობს.
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სუვერენიტეტი კი ნიშნავს, რომ თავად იღებთ ყველა გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ასევე რელევანტურია საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის. ასე რომ, მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს გზას ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ. საქართველოს ნამდვილად აქვს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა და როგორც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, საქართველო გახდება NATO-ს წევრი და დიდი ბრიტანეთი მყარად დგას ამ პოზიციაზე.
საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ამისთვის, იქნება ეს გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი თუ არსებითი საქართველო-NATO-ს პაკეტი და მოკავშირეებიც ამ ქვეყანას ძალიან ეხმარებიან. თუმცა, NATO-ს წევრობა არ არის მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობაზე დამოკიდებული. NATO არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი და ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ასევე საჭიროა NATO-ს წევრობისთვის, - ამბობს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში.