"რა პრობლემაა მერე... ეგრე არის 15 წელია და შენ რა გაინტერესებს, ეკლესიაზე ნერვიულობ?" | მეუფე ლუკა ხაშმის ტაძარში განადგურებულ ფრესკებზე

გამოქვეყნდა:

"რა პრობლემაა მერე... ეგრე არის 15 წელია და შენ რა გაინტერესებს, ეკლესიაზე ნერვიულობ?" - ასე პასუხებს "მთავარი არხის" კითხვას ხაშმის ტაძარში უნიკალური ფრესკები განადგურებაზე საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა ლომიძე. მისი თქმით, ეს ფაქტი პრობლემა არაა. 

"ეგ რა არის მერე რა პრობლემაა.. არაა [არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს] ეგ არის 15 წელი იქნება და შენ რა გინდა??? რა გაინტერესებს... შენ რაზე ნერვიულობ მეთქი? ეკლესიაზე ნერვიულობ??? ხოდა ინერვიულე ცოტა, რომ რაღაც სანერვიულო გქონდეს.. ინერვიულე," - ამბობს მეუფე ლუკა ლომიძე.

შეგახსენებთ, რომ ხაშმის ტაძარში  საუკუნეების წინანდელ კედლის მხატვრობაზე ხატები მიაჭედეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი