ალ-შიფას დარბევა არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ | პალესტინის ჯანდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

პალესტინის ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი, მაი ალ-კაილამ ისრაელი დაადანაშაულა "კაცობრიობის, სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების წინააღმდეგ ახალი დანაშაულის ჩადენაში" საავადმყოფოში სამხედრო ოპერაციის განხორციელებით.

მისი თქმით, საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა ალ-შიფაში პერსონალის, პაციენტებისა და დევნილების სიცოცხლეზე.

პალესტინის ხელისუფლება მართავს ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ნაწილებს, რომლებიც არ არის სრულად ისრაელის კონტროლის ქვეშ და დომინირებს მოძრაობა "ფათაჰი", "ჰამასის" მეტოქე. ქალბატონი ალ-კაილას ჯანდაცვის სამინისტრო განცალკევებულია "ჰამასის" მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროსგან ღაზაში.

ალ-შიფა არის ყველაზე დიდი საავადმყოფო ღაზაში და ისრაელიც და აშშ-იც ამტკიცებენ, რომ "ჰამასს აქვს სარდლობის ბაზა მის ქვეშ - რასაც ჰამასი უარყოფს. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი