რუსები საკორინთლოში საგუშაგოს მოწყობას აგრძელებენ | ვითარება საოკუპაციო ხაზთან

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შემდეგ ოკუპანტები შიდა ქართლში გააქტიურდნენ. რუსი ფორმიანების სამიზნე ამჯერად კასპის მუნიციპალიტეტია. ოკუპანტების მობილიზება სოფელ საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება, სადაც  საგუშაგოები აქვთ მოწყობილი და პერიოდულად სამხედრო ინფრასტრუქტურას აახლებენ.

ინფორმაცია და დრონით გადაღებული კადრები "ანტისაოკუპაციო მოძრაობამ" გაავრცელა

საკორინთლოში მოწყობილია ქართული საპოლიციო საგუშაგოც, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა თავს მაინც დაუცველად გრძნობს, რის გამოც სოფელს სულ უფრო და უფრო მეტი მოსახლე ტოვებს. 

ადგილობრივები საკუთარ მიწის ნაკვეთებში გასვლას ვერ ბედავენ.

ამ ფონზე კი ცინიკურია ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება. მაღალჩინოსნები ოკუპაციას ნაკლებ პრიორიტეტულ საკითხად ასახელებენ.

საკორინთლოს მაჟორიტარი ამბობს, რომ საქმის კურსში არაა და "არაფერი არ გადმოწეულა". 

"მეკუთვნის რუ, წყალი, კანაო და საზღვარზე რომ მივიდე რა გავაკეთო, პოლიცია იცავს აქა , მე რა ვქნა, მითხარი" -  ამბობს დეპუტატი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი