დავით ხიდაშელი საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. ეს ინფორმაცია "მთავარ არხს" ხიდაშელმა პირადად დაუდასტურა.
"დავით ხიდაშელი საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. ბიზნესმენს ბოლო დროს ხელისუფლება ლიცენზიის გადახედვითა და შეჩერებით დაემუქრა. როგორც თავად კომპანიაში აცხადებდნენ, საქმე არა პირობების შეუსრულებლობას, არამედ თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს ეხებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა იმ პირობების შესრულებას, რომელიც არ იყო სათანადოდ გაწერილი და თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს. გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 20 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიის ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ მომდევნო დღეებში დავით ხიდაშელმა გაუგებრობებისა და მომდევნო სასამართლო პროცესების აცილების და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო, რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა ანუ ხელშეკრულება უკვე ფორმბდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული;ასევე გახდება მეწილე სხვა ქართული კომპანიაც.
ხიდაშელმა ასევე განაცხადა :თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები ,კარგად იყვნენ უჩემოდ.სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის და დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც ქართულ ოცნებასთან არ ვარ დაახლოებული."
20 ივლისს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას", სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას რაჭაში ტყის მიღება-ჩაბარების პროცესი შეუჩერეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თქვა, რომ კომპანიას სამინისტროში არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტები.
დღეს კი ცნობილი ხდება, რომ დავით ხიდაშელი გაუგებრობებისა და მომდევნო სასამართლო პროცესების აცილების, ასევე, სახელის შელახვის გამო, რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზიასა და კომპანიას ყიდის. ხელშეკრულება ფორმდება.
უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; ასევე მეწილე გახდება სხვა ქართული კომპანიაც.