"საზღვრები უნდა დავიცვათ, არალეგალური მიგრაცია უნდა შევაჩეროთ" | კამერონი

გამოქვეყნდა:

"საზღვრები უნდა დავიცვათ, არალეგალური მიგრაცია უნდა შევაჩეროთ", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი სოციალურ ქსელში წერს:

"ჩვენი საზღვრების დაცვა მთავრობის ფუნდამენტური მოვალეობაა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ნავები და ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას. ეს ბრიტანელი ხალხის პრიორიტეტია. ამიტომაც, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა," - წერს კამერონი X-ზე (ყოფილი Twitter).

ცნობისთვის, 13 ნომბერს დევიდ კამერონი ბრიტანეთის პოლიტიკაში დაბრუნდა და საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 2010-2016 წლებში იგი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი იყო, თანამდებობა კი მაშინ დატოვა, როდესაც ბრიტანელებმა რეფერენდუმში მხარი ბრექსიტს დაუჭირეს. ყოფილი პრემიერი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის წინააღმდეგი იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი