ბაიდენი ამბობს, რომ სი ძინპინი დიქტატორია

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს "დიქტატორი" უწოდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ორი ქვეყნის ლიდერი სამიტზე ერთმანეთს შეხვდა. სამიტზე მოლაპარაკებაზე ბაიდენმა თქვა, რომ იყო ყველაზე პროდუქტიული.

CNN-ის შეკითხვაზე, აღწერს თუ არა პრეზიდენტ სი ძინპინს, როგორც დიქტატორს, როგორც წარსულში, ბაიდენმა თქვა: "ის არის. ის არის დიქტატორი იმ გაგებით, რომ არის კაცი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას".

მისივე თქმით, ჩინეთის მთავრობა "სრულიად განსხვავდება" ამერიკის მთავრობისგან.

ბაიდენი ამბობს, რომ ორი ლიდერი შეთანხმდა ფენტანილის ნაკადის შეზღუდვაზე, სამხედრო კომუნიკაციის აღდგენასა და ხელოვნურ ინტელექტზე ერთობლივ მუშაობაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი