მოსკოვი-ერევნის რეისის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში იძულებით დაეშვა

გამოქვეყნდა:

სომხური ავიაკომპანიის, FlyOne Armenia-ს თვითმფრინავი რომელიც მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით მიფრინავდა, თბილისში იძულებით დაეშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Interfax.ru ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, იძულებით დაშვების მიზეზი ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ძლიერი ნისლი გახდა. 

ამასთან ერთად, პრობლემები შეექმნა ავიაკომპანია Air Cairo-ს თვითმფრინავსაც, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაშ ვერ ახერხებდა ზვართნოცის აეროპორტში დაჯდომას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი