ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში. დაკავებულია ქართული კრმინინალური დაჯგუფების 30-ზე მეტი წევრი, რომლებსაც საცხოვრებელი სახლების ქურდობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ესპანეთის პოლიციის, ინტერპოლისა და ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს 350-მდე აგენტის მონაწილეობით ოპერაცია ოთხ ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიაშიც, საიდანაც, სავარაუდოდ, ნაქურდალი ნივთები საქართველოში იგზავნებოდა.