1985 წლის ფოტო, რომელშიც სი ძინპინი სან-ფრანცისკოში, Golden Gate Bridge-ის ფონზე დგას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერს თავის ტელეფონში აჩვენა.
- იცი, ვინ არის ეს ახალგაზრდა კაცი? - ჰკითხა ბაიდენმა ძინპინს.
- კი, ეს მე ვარ 38 წლის წინ, - თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა.
სი ძინპინის ახალგაზრდობის ფოტო ჩინურ სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა.
აღნიშნული ჟესტის შემდეგ რამდენიმე ოფიციალურმა პირმა გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ჩინეთის ურთიერთობები გაუმჯობესდება.
მიუხედავად ამისა, მალევე ბაიდენმა საჯაროდ განაცხადა, რომ სი ძინპინი დიქტატორია. CNN-ის კითხვაზე, აღწერს თუ არა ჩინეთის პრეზიდენტს, როგორც დიქტატორს, ბაიდენმა თქვა: "ის არის. ის არის დიქტატოტი იმ გაგებით, რომ არის კაცი, რომელიც კომუნისტურ ქვეყანას მართავს."
ცნობისთვის, ამჟამად აშშ-სა და ჩინეთის ლიდერები ერთმანეთს სან-ფრანცისკოში, აზიისა-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში ხვდებიან.