თოვის გამო უშგული-ლასდილისა და მესტია-უშგულის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

მესტია-უშგულის (კმ140-185) მონაკვეთზე კი აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

უწყების თქმით, საავტომობილო გზის კმ30-კმ140 (ჯვარი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი