ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა

გამოქვეყნდა:

ერევანში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტის შენობაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაიღუპა ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება სარდაფში მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მიზეზი, ჯერ უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი