დმანისში მომხდარი მკვლელობა | პროკურატურამ 15 წლის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

გამოქვეყნდა:

პროკურატურის განცხადებით, დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. მოკლული 18 წლის ბიჭია, დაკავებული კი 15-ის.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა თანასოფლელს გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა", - წერია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებული 16 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი