"გმირებს ყველანი პატივს უნდა ვაგებდეთ, აქ და ასეთ საკითხებზე თუ არ ვერთიანდებით, მაშინ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"გმირებს ყველანი პატივს უნდა ვაგებდეთ, აქ და ასეთ საკითხებზე თუ არ ვერთიანდებით, მაშინ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე", - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაკის პარკში, ბოლშევიკების მიერ ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისათვის დახვრეტილი "სამხედრო ცენტრის" წევრების მემორიალთან, 15 ქართველი სამხედროს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საუბრობს.

"ყველანი მათ [გმირებს] უნდა პატივს ვაგებდეთ, მემგონი, რომ დღეს ეს უნდა ყოფილიყო ბევრად მეტად იმ ეროვნული სულის გამოხატულება, ყველა აქ უნდა ყოფილიყო. დღეს არ არის რამე დაყოფის დღე, რამე დაპირისპირების... მე მგონი, რომ ნებისმიერ ქართველს რომ ჰკითხოთ, ყველა თანახმა არის, რომ ეს არის ის, რაც გვაერთიანებს. აქ არანაირი პოლიტიკური ან იდეოლოგიური სხვა ფორმის მიკერძოება შეიძლება იყოს, არსებობდეს. აქ და ასეთ საკითხებზე თუ ვერ ვერთიანდებით, მაშინ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე. მაგრამ, მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხებზე, ამ წარსულზე და ესე იგი ამ მომავალზე გაერთიანება..." - ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუზე ქართულ მედიასთან განმარტებას არ აკეთებს. სალომე ზურაბიშვილმა დღეს ქართველი ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა და არც "ქართული ოცნების" მორიგ იერიშზე თქვა რამე. პრეზიდენტი კი "ლე მონდთან" გაკეთებული განცხადებების გამო მმართველი გუნდის თავდასხმის ახალი მიზეზი გახდა. 

"ოცნება" განსაკუთრებით იმ ნაწილმა გააღიზიანა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს და რუსეთთან კავშირში ამხელს. "გადადექი" - ეს იყო დღეს მთავარი მოწოდება, რომლითაც "ოცნება" პრეზიდენტს მიმართავდა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი