ნიდერლანდები უკრაინას 2 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

გამოქვეყნდა:

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანა უკრაინას 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.

"ნიდერლანდები აგრძელებს უკრაინის მუდმივ მხარდაჭერას. 2024 წლისთვის მთავრობამ 2 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო, ეს თანხა ძირითადად სამხედრო მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოყოფილი თანხები მოხმარდება საბრძოლო მასალის მომარაგებას, აღჭურვილობისა და იარაღის მოვლა-პატრონობას, კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებას, ასევე ქვეყნის აღდგენასა და რეკონსტრუქციას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი