ღაზის სექტორიდან აბუ-დაბიში სამკურნალოდ 15 ბავშვი გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

CNN-ის ცნობით, ღაზის სექტორიდან გადაუდებელი საჭიროების მქონე 15 ბავშვის (მათ ოჯახის წევრებთან ერთად) ევაკუაცია განხორციელდა. თვითმფრინავი აბუ-დაბიში დღეს დილით დაეშვა.

ევაკუაცია არაბთა გაერთიანებული საამიეროების პრეზიდენტის ინიციატივის ნაწილია. მან გამოთქვა მზაობა, რომ ღაზიდან მათ საავადმყოფოებში, სულ მცირე, 1 000 ბავშვს უმკურნალონ. 

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობ გამოაცხადა.

თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 400-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს. "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, საპასუხო დარტყმებს ღაზაში 12 00-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან დაახლოებით 5000 ბავშვი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი