გლდანში ძლიერი დაკვამლიანებაა - ქერჩის ქუჩაზე ცეცხლი უკიდია მიტოვებულ შენობას. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, დაშავებული არავინაა.