კრიმინალთან ბრძოლა თუ შურისძიება? | "შაბათის მთავარს" წყარო ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის გაუხმაურებელ დეტალებს უყვება

გამოქვეყნდა:

კრიმინალთან ბრძოლა თუ შურისძიება? "მთავარის" ინფორმაციით, ესპანეთში მასშტაბური სპეცოპერაციის უკან მნიშვნელოვანი დეტალები იმალება. ჩვენი წყარო გვიყვება, რომ ,,ქართულმა ოცნებამ'' "კრიმინალურ ავტორიტეტებს" და "კანონიერ ქურდებს" არჩევნებში დახმარება სთხოვა და პასუხად უარი მიიღო. ხელისუფლებამ კი შურისძიების მიზნით, ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებზე, ესპანეთის პოლიციას ინფორმაცია მიაწოდა. 

გამოძიება მათ საცხოვრებელი სახლების ქურდობასა და ფულის გათეთრებას ედავება. 30-მდე ადამიანის დაკავების სპეცოპერაცია რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა ესპანეთის პოლიციის, ინტერპოლისა და ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების მონაწილეობით. დაკავებულთა უმეტესობა უკვე თავისუფალია და ვერსიებზე "მთავართან" ყვებიან. 

რესპონდენტები გვეუბნებიან რომ ოფიციალური მტკიცების მიუხედავად, თითქოს ქართველთა ორგანიზებული ჯგუფი ბინების ქურდობებისთვის დააკავეს, პოლიციას მათთან სულ სხვა შინაარსის შეკითხვები ჰქონდა.  პოლიციას ძირითადად აინტერესებდა -  რა აკავშირებთ მათ, ან მათი ოჯახის წევრებს ე.წ კანონიერ ქურდებთან - ტარიელ ონიანთან და ლაშა ბარათელთან. 

საინტერესოა, რომ ლაშა ბარათელი ისევ ბარსელონაშია და მასთან სამართალდამცველები არც კი მისულან. ესპანეთში მცხოვრები ქართველის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული  ქალი გვარად ბარათელია. სავარაუდოდ სამართალდამცველები მას სწორედ ლაშა ბარათელთან აკავშირებენ. 

დააკავეს ე.წ კანონიერი ქურდი ლევან დადეშქელიანი. სხვადასხვა წყაროს ცნობით,   ის ტარიელ ონიანის დაჯგუფების წევრია , ისევე როგორც ლაშა ბარათელი. დიდი ალბათობით , სწორედ ამ დაჯგუფების შევიწროების მცდელობა იყო ის ოპერაცია, რომელიც სავარაუდოდ , ქართველი სამართალდამცველების ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. 

31 დაკავებულიდან 26 რამდენიმე საათში სახლში გაუშვეს.  დანარჩენ შემთხვევაში ჩატარდა სასამართლო და 5 პირი ახლა გამოძიების დასრულებას  საპატიმროში ელოდება. 
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი