უკრაინა ახლა სინათლის წლებით არის დაშორებული ევროკავშირისგან | ორბანის მორიგი ანტიუკრაინული განცხადება

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრორუსი პრემიერი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია. განცხადება მან ამჯერად საკუთარი პარტიის ყრილობაზე გააკეთა და განაცხადა, რომ უკრაინა "სინათლის წლებით არის დაშორებული ევროკავშირისგან“.

„მოლაპარაკებების დაწყების ამ მცდარი დაპირების გამოსწორება ასევე ჩვენი ამოცანა იქნება, რადგან უკრაინა ახლა სინათლის წლებით არის დაშორებული ევროკავშირისგან“, - თქვა ორბანმა. 

„არა ევროპის ბრიუსელის მოდელს"  – განაცხადა ორბანმა სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ მათ არ უნდა დატოვონ ევროკავშირი, არამედ უნდა შეცვალონ და ეს შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ბრიუსელში რადიკალური ცვლილებები მოხდება.

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა.

ვიქტორ ორბანი მუდმივად ეწინააღმდეგება და ბლოკავს ევროკავშირის დახმარებებს უკრაინისთვის.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი