რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს | დაშავდა 6 წლის ბავშვი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 6 წლის ბავშვი დაშავდა. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს თქმით, მას სამედიცინო დახმარება უტარდება.

"ხერსონი კვლავ ცეცხლის ქვეშაა რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან! ქალაქში ძლიერი აფეთქებები ისმის. გაფრთხილდით! მოერიდეთ ფანჯრებს," - აფრთხილებს მოსახლეობას მროჩკო.

მისივე თქმით, დაბომბვის შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი