"მოზაიკა": თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს გორის მერი რუსეთში წავიდა

გამოქვეყნდა:

თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს, 11 ნოემბერს გორის მერი რუსეთში წავიდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ქვეყანა ავტომობილით დატოვა, იქამდე კი სამსახურში ერთ დღიანი შვებულება აიღო  - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს. 

"სამსახურში დაბრუნდა 14 ნოემბერს. 13 ნოემბერს შვებულება ჰქონდა", – უთხრეს "მოზაიკას" მერიაში 

გამოცემის ცნობით, სოციალურ ქსელში ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მეგობრის ანატოლი ავაზნელის დაბადების დღის ვიდეოები გავრცელდა. 12 ნოემბერს გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ 50 წლის იუბილეს ავაზნელი რუსეთში, მეგობრებთან ერთად აღნიშნავს. სტუმრებს შორის გორელების ყოფნა უკვე დადასტურდა. 

სწორედ ანატოლი ავაზნელის დაბადების დღეს ემთხვევა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის საქართველოდან გასვლაც, თუმცა ამ დრომდე, გორის მერი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. 

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.  დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი