ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი, დავით ქაცარავა ვიდეოკადრებს ავრცელებს და წერს, რომ საკორინთლოს მიმდებარედ ოკუპანტები დღეს ისევ გამოჩნდნენ:
"დღეს, 19 ნოემბერს , ღორკები კვლავ გამოჩნდნენ საკორინთლოს მიმდებარედ.
საგუშაგო, რომელიც თვეების განმავლობაში არააქტიური იყო, მაიორ გინტურის მკვლელობის შემდეგ კვლავ გააცოცხლეს.
თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმი დაგვემუქრა, აწი კიდევ უფრო მკაცრად გავაკონტროლებთ "საზღვრებს"ო.
საკორინთლოში მათი გააქტიურება, დიდი ალბათობით უკავშირდება ზუსტად ამ განცხადებას.
ამ წუთისთვის, ორკებმა დატოვეს საგუშაგო." წერს ქაცარავა.