"არ იცის ეს პიროვნება ვინ არის, არც ნანახი ჰყავს, ერთი კვირის წინაც ანალოგიური შემთხვევა იყო" | სანიკიძე დედის თვალწინ დაჭრეს

გამოქვეყნდა:

კოსტა სანიკიძის მეგობრების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს სანიკიძის დედა შეესწრო და დანაშაული სახლის ეზოში მოხდა. მეგობრების ცნობითვე, ამჟამად სანიკიძის მდგომარეობა სტაბილურია და გონს მოვიდა. იქამდე კი მას ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ვინაა დამნაშავე და რა მოტივით დაჭრეს ის, უცნობია, თუმცა მეგობრებიც ცნობით, ამავე ადამიანმა რამდენიმე დღის წინ სანიკიძეს ჩასაფრება მოუწყო:

"საერთოდ არავინ არ იცის ეს პიროვნება ვინ არის, არც ნანახი ჰყავს, არც თვითონ არ იცის ვინ არის. განმეორებითი შემთხვევა მოხდა როგორც იცით. ერთი კვირის წინაც ანალოგიური შემთხვევა იყო, თუმცა ამ ყველაფერს რეაგირება არ მოჰყოლია." ამბობს სანიკიძის მეგობარი.

"ბებიას არ აქვს არანაირი ინფორმაცია. დედა შეესწრო ამ ფაქტს, კოსტას ეზოში მოხდა ეს ყველაფერი" - ამბობს სანიკიძის კიდევ ერთი მეგობარი. 

მომღერალი კოსტა სანიკიძე საკუთარ სახლში დღეს, ცივი იარაღით  დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულია ერთი პირი. პოლიციას დაჭრილი სანიკიძე ჯერ არ გამოუკითხავს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი