საზოგადოება"მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება" | 112 მოსახლეობას აფრთხილებსგამოქვეყნდა: კვირა, 19 ნოემბერი, 2023 - 18:32
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის. "20-22 ნოემბერს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ", - წერს 112.