რუსეთი ევროპას ემუქრება | თენგო გოგოტიშვილის რეპორტაჟი

გამოქვეყნდა:

რუსეთი ისევ გამოგონილ წითელ ხაზებს ავლებს, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებას აკრიტიკებს და იმუქრება. შემთხვევითი არაა რომ კრემლი ლავროვის პირით ახლა ცდილობს ევროპის ამიერკავკასიაში გაფართოებას აღუდგეს წინ, თუმცა პუტინის მუქარა სულ უფრო ნაკლებად დამაჯერებელი ჩანს და ამაში ბრალი მის სამხედრო სტრატეგიულ კრახს მიუძღვის, რომელსაც რუსეთი დღეს უკრაინაში განიცდის. 

მართალია სისხლისმღვრელი ომი და ოკუპაცია გრძელდება, მაგრამ უმეტესად იმის ხარჯზე რომ პუტინის არმია სანგრებშია გამაგრებული და უკანონოდ მიტაცებული მიწების დაცვას ძირითადად ამოუწურავი საზარბაზნე ხორცით ცდილობს. მაგრამ სტრატეგიულად ეს ომიც, და მისი იმპერიული პოლიტიკაც მარცხისთვისაა განწირული. ბაქიბუქის უკან კი მშრალი ფაქტებია -  რუსეთი გავლენას კარგავს ისეთ რეგიონებზე, სადაც მისი ინტერესები აქამდე უპირატესი იყო, მაგალითად ცენტრალურ აზიაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი