ზურა ნიჟარაძე | რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მორიგი მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რეპრესიულ და მახინჯ ნარკოპოლიტიკას ახლა  26 წლის ახალგაზრდის მომავალი ეწირება. თუმცა ვიდრე პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი  არალეგალური სუბსტანციით დააკავებდნენ, ზურა ნიჟარაძე სამოქალაქო აქტივიზმის კარგ მაგალითს აძლევდა ყველა ჩვენგანს. ზურა პლატფორმის - "ზამთრის მარაგი" დამფუძნებელია, რომელმაც კოვიდის მძიმე პერიოდში ათასობით ადამიანს გაუმარტივა ცხოვრება და მისცა ელემენტარული საკვები და ტანსაცმელი. მათ შორის ყველაზე მიუვალ სოფლებშიც კი. ახლა კი კანონი სრული სიმკაცრით უდგება და ანადგურებს იმ მოქალაქეს, რომელსაც ამავე კანონის მკაცრი განმარტებებით, არალეგალური ნივთიერების მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი დოზა ჰქონდა და ზიანსაც მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას აყენებდა.

ავტორი: ბექა ყორშია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი