"დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქი" | "ლელომ" თბილისის ორგანიზაცია დააფუძნა, თავმჯდომარე საბა ბუაძე იქნება

გამოქვეყნდა:

"ლელო" თბილისის ორგანიზაცია დააფუძნა. "დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქი"- ეს ორგანიზაციის მთავარი პროგრამული გზავნილი იქნება. ორგანიზაციის თავმჯდომარედ 800-მდე დელეგატმა არჩევნების გზით, საბა ბუაძე აირჩია. 

ამით "ლელომ" არჩევნებისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო. ორგანიზაციის წევრები დედაქალაქში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ. თავმჯდომარის გარდა, არჩეულია, ორგანიზაციის 12 წევრი.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი