გაყიდული სია | როგორ გაქრა აგენტურული ქსელი, რომელიც ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ მუშაობდა?

გამოქვეყნდა:

იმის შესახებ, რომ საქართველოს ძალოვანი უწყებებიდან და სპეცსამსახურებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჟონავს და რუსული სპეცსამსახურების ხელში გადადის, პოსტ ფაქტუმში არაერთი რეპორტაჟი გვაქვს მომზადებული. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ოფიცრების პირადი საქმეები, რომელიც დონეცკელი სეპარატისტების ხელში აღმოჩნდა და წესით კი საქართველოს თავდაცვის არქივში უნდა ყოფილიყო. რამდენიმე დღის წინ კი ამ კონკრეტულ საკითხზე მრავალწლიანი დუმილი დაარღვია გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა გიგი კალანდაძემ

საქმე იმაშია, რომ ქართული სპეცსამსახურების მიერ წლების განმავლობაში სეპარატისტულ რეგიონებში და რუსეთში აწყობილი აგენტურული ქსელი, რომელიც ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ მუშაობდნენ, გაქრა. 2012 წლის არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ქართული სპეცსამსახურების მიერ გადმობირებული ადამიანები დარტყმის ქვეშ იყვნენ. ისინი ან კვდებოდნენ, ან იჭერდნენ, ან უბრალოდ ქრებოდნენ. 

იმის გამო, რომ თეორიულად იყო შანსი, ვინმეზე ინფორმაცია ჯერ კიდევ არ ყოფილიყო ოკუპანტებისთვის ხელმისაწვდომი, ამ საკითხზე კალანდაძე დუმდა. ახლა, როცა წლების შემდეგ მთელი ქსელი საეჭვო ვითარებაში განადგურდა, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ინფორმაცია ქართული სპეცსამსახურებიდან უბრალოდ გაყიდეს და მტრულ სახელმწიფოს გადასცეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი