უკრაინაში მიმდინარე ომის ბოლო დღეები საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს 5 თანამოქალაქე შეიწირა პუტინის სისხლიანმა კამპანიამ, 9 კი დაიჭრა. სამი გარდაცვლილის ცხედრის გამოყვანა ფრონტის ხაზიდან ჯერაც ვერ ხერხდება.
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში 57 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.