ნიკა გვარამიას ჯილდო ჟურნალისტური მამაცობისთვის | მაია ლომიძის რეპორტაჟი

გამოქვეყნდა:

გასული კვირა "მთავარი არხელებისთვის" განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა - ნიკა გვარამიას ნიუ იორკში, საზეიმო ვითარებაში ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა პრესის თავისუფლების პრესტიჟული ჯილდო გადასცა. ეს ორგანიზაცია ყოველწლიურად გამოარჩევს ხოლმე იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლისა და უსაფრთხოების ფასად უწევთ საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულება. ჯილდოს "მთავარი არხის" დამფუძნებლისთვის გადაცემა კომიტეტმა ჯერ კიდევ ნიკას ციხეში ყოფნის დროს გადაწყვიტა. გალა დაჯილდოებამდე კი  იყო საინტერესო და ამერიკული საზოგადოებისთვისაც ძალიან აქტუალური ლექცია კოლუმბიის უნივერსიტეტში, რომელიც რუსულ პროპაგანდასა და კრემლის საინფორმაციო ომის სპეციფიკას შეეხებოდა.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი