გვჭირდება სიგნალი რუსეთისთვის, რომ მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლების დაცვით | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მისცეს სიგნალი რუსეთს, რომ მშვიდობა არ აღდგება უკრაინის დახმარების გარეშე.

„ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის, იქნება მნიშვნელოვანი აქტივობა – ახალი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან...ჩვენ ახლა გვჭირდება სიგნალი რუსეთისთვის: რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვით" - ამბობს ზელენსკი საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, ახლა მთავარია იმის გარანტია, რომ უკრაინას მომდევნო წელსაც საკმარისი მხარდაჭერა ექნება. ის მადლობას უხდის პარტნიორ ქვეყნებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი