ფსიქოტროპული წამლების რეცეპტები თანხის სანაცვლოდ | კახეთში სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომელი ამხილეს

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მხილებულია სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომელი. მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც მუშაობდნენ კახეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებზე, სათანადო სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, გასცემდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი