"ვურჩევ, ერთხელ მაინც ჩამოვიდეს საოკუპაციო ხაზთან და გაიზიაროს ის ჭირ-ვარამი, რაც ხდება აქ" | ქაცარავას პასუხი კობახიძეს

გამოქვეყნდა:

"ვურჩევ, ერთხელ მაინც ჩამოვიდეს საოკუპაციო ხაზთან და გაიზიაროს ის ჭირ-ვარამი, რაც ხდება აქ - ასე ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი, დავით ქაცარავა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელიც ქაცარავას და ენმ-ს "პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ"
მოუწოდებდა.

ქაცარავას თქმით, მის მიერ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას თან ფოტო-ვიდეო მასალა ახლავს.

"ვურჩევ, ჩამოვიდეს ერთხელ მაინც ოკუპაციის ხაზთან და შეხედოს ერთხელ მაინც სიტუაციას, თუ რა ხდება სოფლებში. იმ სოფლებში, რომლებიც ოკუპაციის ხაზთან მდებარეობენ, დაელაპარაკოს იმ ხალხს და გაიზიაროს მათი ჭირ-ვარამი, რაც ხდება აქ. გაიზიაროს ის რისკები, რა რისკებშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ. ყოველდღე შესაძლებელია ამ ადამიანების გატაცება, წამება და მოკვლა. ჩვენ პასუხისმგებლობიანი სამოქალაქო აქტივისტები ვართ და ყველა ჩვენი განცხადება ემსახურება ეროვნული ინტერესების დაცვას, ხოლო კობახიძის განცხადება, რომელიც ზოგადად ლაპარაკობს და ისვრის რაღაც ბრალდებებს, ეს არის უპასუხისმგებლო ადამიანის განცხადება, რომელსაც ცალ ფეხზე კიდია უსაფრთხოება, თავისი მოქალაქეები და მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტების წისქვილზე ასხამს წყალს" - ამბობს ქაცარავა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი