აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. როგორც ოსტინი Twitter-ზე წერს, მისთვის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა დაედასტურებინა.
"მქონდა პატივი, დღეს, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვედროდი, რათა უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა. ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ მხარი დავუჭიროთ უკრაინას ბრძოლის ველზე არსებულ გადაუდებელ საჭიროებებსა და თავდაცვის გრძელვადიან მოთხოვნებს", - დაწერა ოსტინმა.
ცნობისთვის, დღეს 20 ნოემბერს ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა.