2 მილიონ ლარზე მეტი კახა კალაძის პირადი პიარისთვის. დედაქალაქის 2024 წელის ბიუჯეტის პროექტით ირკვევა, რომ მერის პიარზე 60 ადამიანი იზრუნებს. ქალაქის ახალი ბიუჯეტის წინასწარ ვერსიაში არაფერია ნათქვამი მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც დედაქლაქს სასიცოცხლოდ სჭირდება,
სამაგიეროდ ირკვევა, რომ 10 მილიონი ლარით იზდება მერიის აიპებში ბიუროკრატიული ხარჯები. რაც შეეხება შტატით დასაქმებულ მოხელეებს, მათი ანაზღაურება წინა წელთან შედარებით 16 მილიონი ლარითაა გაზრდილი. გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები უარყოფითად აფასებენ და კორუფციის სავარაუდო ნიშნებზე საუბრობენ.