არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ხავიერ მილერმა გაიმარჯვა

გამოქვეყნდა:

არგენტინელებმა ახალ პრეზიდენტად ულტრამემარჯვენე აუტსაიდერი, ხავიერ მილერი აირჩიეს. დათვლილი ხმების მიხედვით, მილერმა გადამწყვეტ, მეორე ტურში თითქმის 56% მოიპოვა. ახალმა პრეზიდენტმა მემარცხენე მეტოქეს, სერხიო მასას მოუგო, რომელმაც ხმების 44% მიიღო. რადიკალური ულტრამემარჯვენეს გამარჯვებას პოლიტიკური მიწისძვრა უწოდეს. 

აშშ-ს ყოფლმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ "ხავიერ მილერი არგენტინას კვლავ დიდებულს გახდის".

ბრაზილიის ყოფილმა ლიდერმა ჯაირ ბოლსონარომ კი განაცხადა, რომ "იმედი კვლავ გაბრწყინდება სამხრეთ ამერიკაში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი