მოლდოვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. მაია სანდუ პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდება. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯების განხილვა, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება და ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერაა იმ რეფორმებში, რომლებსაც ორი ქვეყანა ატარებს.
შეგახსენებთ, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკომისიამ 8 ნოემბერს, ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლის რეკომენდაცია გასცა.
მაია სანდუმ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ოლენა ზელენსკამ ევრომაიდნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.