ევრომაიდნის 10 წლისთავზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, კიევში ჩავიდა. მას კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი პერებიინისი და ევროკავშირის ელჩი კატარინა მატერნოვა დახვდნენ.

 "სასიამოვნოა ისევ კიევში ყოფნა - მეგობრებთან ერთად," - წერს მიშელი. 

შეგახსენებთ, რომ ევრომაიდნის 10 წლისთავთან დაკავშირებით დღეს კიევში ჩავიდნენ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი